ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები მოსკოვის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენს მხარი 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10-მა დაუჭირა. ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე დაადასტურეს, რომ განსასჯელთა ბრალეულობა დამტკიცებულია. ბორის ნემცოვი მოსკოვში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს. მისი მკვლელობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე 5 პირი:ზაურ დადაევი, ანზორ გუბაშევი, შადიდ გუბაშევი, თემირლან ესკერხანოვი და ხამზათ ბახაევი წარსდგა. გამოძიების მტკიცებით, ნემცოვს დადაევმა ზურგში 6-ჯერ ესროლა.