ნატო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას აპირებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს კონტინგენტი ავღანეთს შეიარაღებული ძალების მომზადებაში დაეხმარება, სამხედრო ოპერაციებში ჩართვა კი არ იგეგმება. როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, ავღანეთში კონტინგენტის გაზრდაზე თანხმობა ალიანსის წევრმა 15-მა ქვეყანამ უკვე გამოთქვა.