სერბეთში აშშ-ის ელჩის კაილ სკოტის განცხადებით, რუსები აქტიურად მონაწილეობენ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებში ძირგამომთხრელ საქმიანობაში და ამისთვის სერბეთის მიწას იყენებენ.
„ამას მე რუსეთის ავთვისებიან გავლენას“ დავარქმევდი,“- განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ სერბეთში რუსეთის ჯაშუშობის ბუდის განადგურების დრო მოვიდა.
ამერიკის ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მიიჩნევს რომ ქალაქ ნიშეში რუსეთის ჰუმანიტარული ცენტრი სინამდვილეში ჯაშუშობის ცენტრია.
სერბეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ნიშეში რუსეთ-სერბეთის ჰუმანიტარული ცენტრი მოქმედებს.
ის რუსეთისა და სერბეთის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე 2012 წლის აპრილში სერბეთის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული მიზნების უზრუნველსაყოფად შეიქმნა.