ირლანდიურმა „ლოუკოსტერმა“ Ryanair-მა კიევიდან ფრენები რამდენიმე კვირის უკან დაანონსა, თუმცა ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ აქვს. როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი აცხადებს, ავიაკომპანიასა და აეროპორტს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს ორ კვირაში მოხდება.
„Ryanair-მა ლვოვის აეროპორტთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხოლო ხელშეკრულება ბორისპოლის აეროპორტთან მალე გაფორმდება. ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ ბორისპოლის აეროპორტის მოსაკრებელი, ყველა ავიაკომპანიისათვის“, განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ Ryanair-მა კიევიდან ფრენები სექტემბრიდან დაანონსა.