Booking.com-ზე სიახლეა. ამირიდან პორტალზე სასტუმრო ნომრების დაჯავშნისა და ყიდვის გარდა ავიაბილეთების დაჯავშნა/ყიდვა, ავტომობილების დაქირავება და ასევე რესტორანში მაგიდის დაჯავშნა ხდება შესაძლებელი. აღნიშნული ოფციებით სარგებლობა ჯერჯერობით Booking.com-ის ყველა ვიზიტორს არ შეუძლია, რადგანაც ის ამ დროისათვის სატესტო რეჟიმში მუშაობს.
როგორც ირკვევა სხვადასხვა სერვისების მიღება შესაძლებელი ხდება Booking.com-ის პარტნიორებიდან: Priceline Group — Kayak, RentalCars.com და OpenTable. ხოლო ავიაბილეთის დაჯავშნა ავიაგადამზიდავის საიტებიდან მოხდება. ასე მაგალიად თუ Booking.com-ზე დავაკლიკავთ „ავტომობილების დაქირავება“, ან „რესტორანში მაგიდის შეკვეთა“ ვიზიტორი უმალვე გადამისამართდება RentalCars.com-ზე და OpenTable-ზე. აღსანიშნავია, რომ Booking.com-ის კონკურენტები Expedia, Ctrip დაTripAdvisor-ი მსგავს სერვისებს საკუთარ მომხმარებლებს დიდი ხანია სთავაზობვენ.