რუსთავში მეხი ჩამოვარდა.
მომხდარის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მეგობრობის გამზირის 4-დან 20-ის ნომრის ჩათვლით წყვილ ნომრებს, ვაჟა-ფშაველას ქუჩის პირველ გასასვლელს, მაჩაბელი, ფალიაშვილის, ვახუშტის ქუჩების ნაწილს. ელექტროენერგიის გარეშეა მესხიშვილის, თოდრიასა და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობის ნაწილი.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ და ენერგომომარაგება უახლოეს ხანში აღდგება.