ბოსტონის აეროპორტში ერთ-ერთმა მგზავრმა ბარგი ჩააბარა, რომელშიც 9 კგ-იანი ომარი იყო მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
ომარი საბაჟო კონტროლისას, სკანერის საშუალებით იქნა აღმოჩენილი და ის სპეციალური კონტეინერით ცივ პირობებში გადაიყვანეს
აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მაიკლ მაკარტმა ომართან ფოტო გადაღო და ის შემდგომ საკუთარი Twitter-ის გვერდზე განათავსა.
„მე არ მახსოვს სხვა ამ ზომის ომარი“, დაწერა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა. თუ ვისი კუთვნილება იყო ომარი, ეს არ ხმაურდება.
როგორც ირკვევა, აშშ-ში თვითმფრინავით ომარის გადაყვანა ნებადართულია, თუ კი ის სპეციალურ კონტეინერშია მოთავსებული. ზოგადად ამ არსების დაჭერა შესაძლებელია ბოსტონის მახლობლად. ამიტომ ბოსტონის აეროპორტში ომარის გამოჩენა უკვე აღარ უკვირთ.
თუმცა ბოსტონის აეროპორტში ომარმა რეკორდი 1984 წელს დაამყარა, როდესაც აეროპორტის გავლით მგზავრმა „დიდი ჯეიკი“ გადაიყვანა, რომლის წონაც 11 კგ იყო.