საკურორტო სეზონზე ბაქო-ბათუმი-ბაქოს მარშუტზე საავტობუსო მიმოსვლა განახლდა. ბაქოდან ბათუმის მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი, ბაქოს საერთაშორისო ავტოსადგურიდან, 18:00 საათზე გამოვა და ბათუმში 09:00 საათზე იქნება. მგზავრობის ღირებულება 40 აზერბაიჯანული მანათია. 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 5-დან 10-მდე მოზარდებისათვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკეობით განხორციელდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავტოსადგურის სალაროებში, ასევე ავტოვაგზლის ვებ-გვერდზეც.
აღნიშნულ მარშრუტზე ორსართულიანი ავტობუსი იმოძრავებს, სადაც გათვლა 80 მგზავრზეა: 20 მგზავრი - მაღლა, 60 მგზავრი - დაბლა.
ავტობუსის სალონში განთავსებულია ტელევიზორები, კონდენციონერი და ასევე მოქმედებს უფასო Wi-Fi-ს სერვისი.