აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა აზერბაიჯანის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, არიფ ჰაჯილს შეხვდა. შეხვედრაზე მუხტარლის საქმეზე აზერაიჯანის პროკურატურის ვერსიები განიხილეს.
არიფ ჰაჯილი განმარტავს რომ, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად რამდენიმე დღის წინ საქმეზე თავადაც დაიკითხა. გამოძიების ინტერესი მუხტარლისა და სხვა პოლიტიკოსების შესაძლო კავშირის დადგენა იყო.
აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერი, პარტია "მუსავატის" თავმჯდომარე აფგან მუხტარლის საქმეზე ALDE-ს ვიცეპრეზიდენტთან და ქართულ ოპოზიციასთან სასაუბროდ თბილისში დღეს ჩამოვიდა.