28 ივნისს საქართველოს ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ავღანელი სტუმარი პირველ შეხვედრას პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართავს. აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
განსახილველ საკითხთა შორისაა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში ურთიერთობისა და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობას განვითარება. აგრეთვე, საქართველოს წარმატებები რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
ვიზიტის მსვლელობისას, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, რომლის დროსაც საქართველოს აგრო და სამრეწველო სექტორის შესაძლებლობებს გაეცნობა. 29 ივნისს, ვიზიტის მეორე დღეს, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და მათი საქმიანობას შეისწავლის. ავღანეთის ფინანსთა მინისტრის იქლილ ჰაკიმის ვიზიტი 29 ივნისს დასრულდება.