რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ბებიას და შვილიშვილს „მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული 53 წლამდე ასაკის ქალი კლინიკა ,,რუსთავში" გარდაიცვალა, 13 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულ გოგონას მრავლობითი დაზიანებები, ტრავმული შოკი და ამნეზია ჰქონდა.
შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, თუმცა გადაკვალიფიცირდება.