შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
ინფორმაციას ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ.
26 წლის შოთა პაკელიანი 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა.
შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს ახალგაზრდის სასტიკად ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ.