ჩინეთის ხელისუფლებამ ნობელის პრემიის ლაურეატი ლიუ სიაბასო პატიმრობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დამცველის, 61 წლის სიაბასოს ჯამნრთელობის მდგომარეობის გამო მიიღეს. ნობელიანტს ღვიძლის კიბოს ბოლო სტადია აქვს. მის გათავისუფლებას უკვე გამოეხმაურა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნელი“. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პეკინს გარანტია მოსთხოვეს, რომ სიაბაოს 2010 წელს მიღებული ნობელის პრემიის მიღების საშუალებას მისცემენ. ლიუ სიაბაო ჩინეთის ხელისუფლებამ 2008 წელს, ერთპარტიული სისტემის წინააღმდეგ მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ დააკავა. მას ნობელის პრემია პატიმრობის პერიოდში მიანიჭეს.