თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
მომხდარის გამო საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუირება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებით, კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩენილი ცეცხლი გამთენიისას ექვსმა სახანძრო ბრიგადამ ჩააქრო.
დამწვარია დაახლოებით, 30 კვ.მ. ფართი. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.