რუსთავში, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუფრთხილებლობით, ქუჩაში დაგდებული სიგარეტის ნამწვიდან გაჩნდა და ხმელ ბალახს რამდენიმე ჰექტარზე მოედო.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.