26 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4110 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.35 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა ევრო, რომლის კურსი 2.6921 ლარია.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6876 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.0662 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 ივნისიდან შევა ძალაში.