პაკისტანში ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, უბედურ შემთხვევას 148 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 140 გარდაცვლილისა და 49 დაშავებულის შესახებ. ინციდენტი დღეს დილით პენჯაპის პროვინციაში მოხდა. საწვავით დატვირთული ბენზინმზიდი გადაბრუნდა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც ცისტერნიდან დაღვრილი საწვავის შეგროვებას ცდილობდნენ. ხანძარი და ძლიერი აფეtქება სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია.