თბილისის ბოტანიკურ ბაღში „Zip-Line" ატრაქციონი ამოქმედდა. "ზიპლაინ ნარიყალას" გახსნის ცერემონიალსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიგიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.
ატრაქციონით გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერით ერთიპუნქტიდან მეორე პუნქტამდე ჩასრიალებაა შესაძლებელი. ორ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, სიმაღლე - 30მეტრი.
„Zip-Line"-ით დაშვების სწრაფი და ნელი რეჟიმებია. საშუალოდ ატრაქციონზე ყოფნის ხანგრძლივობა 30წამს შეადგენს. ვიზიტორებს Zip-Line-ით სარგებლობის საშუალება, ყოველდღე, დილის 10-დან საღამოს 9საათამდე ექნებათ.