25 ივნისს, 16:30 საათზე, ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან ავია შოუ „FlyFest Georgia“ გაიმართება. ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team” ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან შოუს აჭარა წელს პირველად მასპინძლობს. 6 საჰაერო ხომალდი მაყურებელს 30 წუთიან სანახაობრივ შოუს შესთავაზებს. ბათუმამდე ერთი დღით ადრე კი ავია შოუ თბილისში ჩატარდება.
წელს, ბათუმი გამორჩეულია კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებით. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და შემოდგომაზე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF. აგვისტოსა და სექტემბერში კი ბლექსი არენა, აეროსმიტის გრანდიოზული კონცერტის შემდეგ გორან ბრეგოვიჩისა და ელტონ ჯონის კონცერტებს უმასპინძლებს.