დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელიც Lufthansa-ს ჯგუფში შედის, 2018 წლიდან გერმანიიდან უკრაინის მიმართულებით გეგმავს ფრენებს. პირველი მიმართულებები, რომელსაც Eurowings-ი განახორციელებს, ბერლინი-კიევი და დუსელდორფი-კიევი იქნება. როგორც ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური დირექტორი პაველ რიაბიკინი აცხადებს, Lufthansa Group-თან შეხვედრები უკვე გაიმართა, რომლებიც თავის მხრივ ბორისპოლის აეროპორტის მენეჯმენტის მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევენ.