არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Etihad Airways-ი ეკონომ-კლასის მგზავრების უფლებებს „აფართოებს“. ამიერიდან Etihad Airways-ის ბორტზე ეკონომ-კლასის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნეს-ლაუნჯის სარგებლობისათვის ფასიანი წვდომა და ტრანსფერი მიიღონ. ასევე მათ შესაძლებლობა ეძლევათ გვერდით სავარძლის ბილეთიც თავად იყიდონ, რათა მგზავრობისას უფრო თავისუფლად იგრძნონ თავი.
მგზავრებს, რომელთაც ფრენისას ძილი ან წოლა უყვართ შესაძლებლობა აქვთ სულ 3 სავარძლის ბილეთი შეიძინონ. თუმცა ამ სავარძლებისთვის „ბრძოლა“ მაინც ონლაინ რეგისტრაციისას ხდება, რომელიც ფრენამდე 30 საათით ადრე ცხადდება.
რაც შეეხება ბიზნეს და პირველ კლასს, აქ წესები არ იცვლება და ავიაკომპანია ამ სეგმენტის მგზავრებს ტრადიციულ სერვისებს სთავაზობს. უბრალოდ Etihad Airways-მა ეკონომ კლასის მგზავრებზეც იფიქრა და მათ დამატებითი სერვისები შესთავაზა.