შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ამის შესახებ, სახალხო დამცველმა შშმ პირთა შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის გამოწვევები, რაც არსებობდა კვლავ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ არის ის, რომ არ არსებობს შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის აღსრულების ეფექტური მექანიზმი, საქართველო შეუერთდა ამ კომვენციას, მაგრამ მისი აღსრულება არ ხდება", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. მისივე თქმით, კვლავ პრობლემაა ამ მოქალაქეების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და ისინი იზოლაციაში არიან საზოგადოებისგან.
„პრობლემები არსებობს, როგორც ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველი ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროებს პრობლემების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. ნანუაშვილმა პრობლემების შესახებ, 14 ივნისს შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღესაც განაცხადა.