თურქული შაურმა, რომელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
თურქული შაურმიდან ყველაზე მოთხოვნადია ქათმის ხორცისგან დამზადებული შაურმა, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო იაფიცაა.
თურქეთი მსოფლიო ბაზარზე იკავებს მერვე ადგილს ფრინველის ხორცის წარმოებაში და ასევ მეხუთე ადგილს ფრინველის ხორცის ექსპორტის კუთხით.
ასევე მზარდია მოთხოვნა ფრინველის ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებზე.
თუმცა ფრინველის ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ფრინველის ხორცისგან დამზადებული შაურმაა.
ბოლო წლებში თურქული შაურმის მასალის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში.