უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი იმედოვნებს, რომ უკრაინის ავიაბაზრით კიდევ ორი „ლოუკოსტერი“ დაინტერესდება.
„მოლაპარაკებები ავიაკომპანია Ryanair-თან მთელი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის წარმატებით დასრულდა. ძალიან მიხარია, რომ ეს ავიაკომპანია უკრაინაში იფრენს. ვიმედოვნებ, რომ ასევე წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები ორ „ლოუკოსტერთან, მათ მიმდინარე წელს დააფიქსირეს მზადყოფნა უკრაინის ბაზარზე შემოსვლისთვის“, აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა დასძინა ისიც, რომ დღეისათვის უკრაინელების 70%-ი ევროპაში ავტომობილით მოგზაურობს.
„უკრაინელების 70%-ზე მეტი ევროპაში სამოგზაუროდ ავტომობილებს იყენებს. ასეთი მოგზაურობის ღირებულება კი საშუალოდ 100 ევროა. თუმცა თუ „ლოუკოსტერზე“ ვისაუბრებთ ამ შემთხვევაში ანალოგიური მოგზაურობა 20-40 ევრო დაგვიჯდება“, განმარტავს ომელიანი.