საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ბუნა ხოტოველის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და უწყება ცხედრის გადმოსვენების პროცედურებში ჩართულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
გავრცელებული იფორმაციით, ბუნა ხოტოველის ცხედარი მდინარეში იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის სიმაღლიდან გადავარდა.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა და საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.
ბუნა ხოტოველი დედასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა. ის ტაილანდიდან საქართველოში თურქეთის გავლით ბრუნდებოდა.