21 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.4081 ლარი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6841 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6867 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6808 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.0419 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ივნისიდან შევა ძალაში.