ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air-ი თბილისის მიმართულებით პირველ რეისს ხვალ, 22 ივნისს შეასრულებს.
Gulf Air-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.
როგორც ცნობილია, საქართველოში Gulf Air-ის გენერალური გაყიდვების აგენტი (GSA) – ტურისტული კომპანია Voyager Ltd-ია, რომელიც ქვეყანაში ავიაკომპანიის სერვისებსა და პროდუქტებს წარადგენს და ხელს შეუწყობს ბილეთების რეალიზებას თბილისსა და ბაჰრეინს შორის.
Gulf Air-ი ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანიაა, რომელიც საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. Gulf Air მსოფლიოს მსხვილი ავიაკომპანიების სიაშია, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამჟამად ფრენებს 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს, მსოფლიოს 3 კონტინენტზე.