ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი უახლოესი 3 წლის განმავლობაში მგზავრთნაკადის 15 მლნ (წელიწადში) მგზავრამდე გეგმავს.
აღნიშნული მონაცემები აეროპორტის ხელმძღვანელმა პაველ რიაბიკინმა იაპონური საერთაშორისო ურთიერთობების სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელობასთან გააჟღერა.
რიაბიკინის თქმით, მგზავრთნაკადის ზრდას აეროპორტის მეორე ასაფრენ/დასაფრენი ზონის რეაბილიტაციის შემდეგ მოხდება, რომელის თავის მხრივ JICA-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
აეროპორტის ფინანსური გეგმის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში აეროპორტი 10,16 მლნ მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს, რაც 18%-ით მეტია 2016 წლის ფაქტიურ მაჩვენებელზე.
ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი მთავარი აეროპორტი უკრაინაში. რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს.