კიევის საერთაშორისო აეროპორტმა (კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი) მაისში მგზავრთნაკადის 15%-მდე ზრდა დააფიქსირა.
როგორც უკრაინული მედია წერს, მაისში აეროპორტი 93,6 ათას მგზავრს მოემსახურა, ანუ 14,6%-ით მეტ მგზავრს ვიდრე გასული წლის ანალოგიურ თვეში.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში აეროპორტი 89,1 ათას მგზავრს საერთაშორისო რეისებზე, ხოლო 4,5 ათას მგზავრს შიდა რეისებზე მოემსახურა.
მაისში აეროპორტი სულ 1227რეისს მოემსახურა, რაც 18,8%-ით ნაკლებია გასული წლის მაისთან შედარებით.
2017 წლის მაისის მონაცემებით, კიევის საერთაშორისო აეროპორტისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა მინსკი, დუბაი, ანტალია, ბუდაპეშტი, რომი და ანკარა. რაც შეეხება შიდა რეისებს - ოდესა, ზაპოროჟიე და ლვოვი.