სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა სამთავრობო შენობასთან აფეთქდა. რამდენიმე დასავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „აშ-შაბაბის“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.