ჩუღურეთის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ფარავნის ქუჩის მცხოვრებლები ახალი კეთილმოწყობილი გზით ივლისიდან ისარგებლებენ. 450 კვ. მეტრის ფართზე მოხდა ამორტიზებული რიყის ქვის დემონტაჟი, მოეწყო გამაგრების ზოლის ყალიბები, რის შემდეგაც დაიწყო ქვაფენილის დაგება. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს.
შპს „სკინჩმა“ კი ასფალტის საფარის დაგება ერისთავის და ნათიშვილის ქუჩებზე დაასრულა. ორივე ქუჩის საერთო ფართობი 1650 კვ. მეტრია.
ჩუღურეთის რაიონში, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე ასფალტის საფარი და ქვაფენილი 18 ქუჩაზე დაიგო .