სკაიპი შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წერენ. ბლოგერების ცნობით, სერვისი მიუწვდომელია შვეიცარიასა და პაკისტანში. ალალოგიური ვითარებაა ბრიტანეთშიც. მომხმარებლები სერვისთან დაკავშირებას, შეტყობინებების მიღებასა და გაგზავნას ვერ ახერხებენ. სკაიპის ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემის შესახებ მათ უკვე იციან და მის მოგვარებაზე მუშაობენ.