Atlasglobal-ის თვითმფრინავის მსგავსად, Turkish Airlines-ის თვითმფრინავსაც მეხი ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისთანავე დაეცა და მასაც აეროპორტში დაბრუნება მოუხდა.
როგორც Haberturk-ი იტყობინება, Turkish Airlines-ის ბორტზე 101 მგზავრი იმყოფებოდა და ის სტამბოლიდან ყაზანის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
Boeing 737-800-ს მეხი ორშაბათს ადგილობრივი დროით 21.39 საათზე დაეცა. თვითმფრინავის პილოტმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და მგზავრებს ყაზანში დაბრუნება სხვა ბორტით მოუხდათ.
ანალიუგიური პრობლემა შეექმნა გუშინ Atlasglobal-ს თვითმფრინავსაც, რომელიც სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ასრულებდა რეისს. თვითმფრინავს ათათურქის აეროპორტიდან აფრენისთანავე მეხი დაეცა და პილოტმა მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით უკან ათათურქის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.