2018 წლის ბოლომდე სტამბოლისა და ანკარის ტაქსოპარტები მთლიანად ელექტრომობილებით აღიჭურვება.
TRT Haber-ის ინფორმაციით, გასულ კვირაში სტამბოლში ფუნქციონირება დაიწყო ტაქსმა ელექტრომობილებმა. ამ დროისათვის სტამბოლის მასშტაბით მგზავრების გადაადგილებაზე ასეთი 60 ტაქსი ელეტრომობილი ზრუნავს. პერსპექტივაში კი მათი რაოდენობა 2000-მდე უნდა გაიზარდოს.
უახლოეს თვეებში ტაქსი ელექტრომობილები დაიწყებენ ასევე მუშაობას ანკარაშიც.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლში ტაქსის კომპანიას შესაბამისი ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი გადასახადის გადახდა უწევს. მსგავსი ლიცენზიის მოსაპოვებლად კომპანიამ 1,750 მლნ ლირა, ანუ დაახლოებით 497 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.