ირლანდიური „ლოუკოსტერის“ Ryanair-ის მარკეტინგის დირექტორის კენი ჯეიკობსის განმარტებით, ავიაკომპანია Air France-ს იტალიური Alitalia-ს მსგავსად გაკოტრება ელოდება.
„Alitalia-ს შემდეგ Air France-ს ჯერიც დადგება. ავიაკომპანია ავადაა და ის იქნება შემდეგი, რომელსაც გამოსაჯანმრთელებლად გაგზავნიან. როდესაც თქვენ გაგადგყავთ 50 მლნ-მდე მეტი მგზავრი და შტატში 70 ათასი თანამშრომელი გყავთ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე ვერაა“ აცხადებს „ლოუკოსტერის“ მარკეტინგის დირექტორი Paris Air Forum-ზე გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ მაისის ჩათვლით Air France-მ 4,35 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 1,4%-ით მეტია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მაისში იტალიურმა Alitalia-მ გაკოტრების ოფიციალური პროცედურები დაიწყო.