არიზონაში ჰაერის მარალი ტემპერატურის გამო საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა. ფენიქსის აეროპორტში 40-მდე რეისი გადაიდო. ადგილობრივ ავიაკომპანიებში აცხადებენ, რომ მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა ძრავები გადაახუროს, რაც მგზავრებს შეუქმნის საფრთხეს. გაუსაძლისი სიცხის გამო დროებით დაიხურა ტუსონის ზოოპარკიც. ცხოველებს ვოლიერებში სპეციალური გამაგრილებელი სისტემები დაუმონტაჟეს.