ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა გამთენიისას ტაილანდში. ასაფეთქებელი მოწყობილობა პატანის ავტომაგისტრალზე ამოქმედდა. აფეთქებას 6 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა. ბომბი სამხედრო მანქანის ჩავლისას სავარაუდოდ დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლება მუსლიმ ამბოხებულებს აკისრებს.