ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობაზე, კომპანია „ალტკომში” დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით, ხელისუფლებას წერილით მიმართავენ.
როგორც თავად ამბობენ, 6 თვეა, ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც მათ სამუშოები 3 თვის წინ შეწყვიტეს.
როგორც კომპანია „ალტკომის" სამტრედიის ფილიალის ხელმძღვანელი საუბრისას განმარტავს, ხელფასის გაცემის შეფერხების მიზეზი კომპანიაში შექმნილი ფინანსური პრობლემა იყო და დავალიანებას 1 ივლისს გადაიხდიან.