ირანმა სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ინფორმაციით, ხმელეთი-ხმელეთის ტიპის რაკეტებით დეირ-ეზ-ზორის რაიონი დაიბომბა, სადაც ისლამისტი ბებრძოლები იყვნენ ბაზირებულნი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. ირანული მხარის განმარტებით, სარაკეტო დარტყმები ისლამისტთა პოზიციებზე თეირანის ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა.