თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, უბილეთო მგზავრობაზე სანქციები უნდა გამკაცრდეს.
კერძოდ, 5-ლარიანი ჯარიმა, შესაძლოა, 20 ლარი გახდეს.
კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე გადაგზავნილია.
„ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ჯარიმები უფრო გამკაცრდეს. კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატორი არის თბილისის მერია. ჩვენ გვინდა 5-ლარიანი ჯარიმა გახდეს 20 ლარი, რადგან რეალურად 5-ლარიანი ჯარიმა ძალიან მცირეა. ჩვენი სურვილია, რეალურად გამკაცრდეს სანქციები უბილეთო მგზავრობაზე“, - განაცხადა ლექვინაძემ.