ქუთაისში ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზების დადგენისა და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
ამასთანავე, თეთრ ხიდზე შეკრებილებმა იმ სამართალდამცველების დასჯა მოითხოვეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, 56 წლის ლევან აბზიანიძის წამებასა და იძულებით ნარკოტესტირებაში მონაწილეობდნენ.
აქცია, რომლის სლოგანიც იყო "ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ", „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.
შეგახსენებთ, 2015 წლის ივნისში, ქუთაისში პოლიციამ ლევან აბზიანიძე ურინოტესტირებაზე გადაიყვანა, სადაც იძულებითმიაღებინეს სამი აბი შარდმდენი. სახლში დაბრუნებულს, პრეპარატის მიღების შედეგად წნევა დაუვარდა და მიუხედავადექიმების სწრაფი რეაგირებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექსპერტიზის პირველადი დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა, თუმცა მეორე დასკვნა,რომელსაც გარდაცვალების მიზეზი უნდა დაედგინა, შარდმდენის მიღებას ლევან აბზიანიძის გარდაცვალებას არ უკავშირებს.
თეთრი ხმაურის მოძრაობა უნდობლობას უცხადებს ექსპერტიზის დასკვნას და აბზიანიძის გარდაცვალებას მისი რამდენიმესაათიანი წამების პირდაპირ შედეგად მიიჩნევს. სახელმწიფოსგან კი ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელებისდასჯას მოითხოვს", - ნათქვამია ინფორმაციაში.