კოლუმბიის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ანდინოს სავაჭრო ცენტრში გვიან საღამოს ამოქმედდა. შედეგად, საფრანგეთის მოქალაქე 3 ქალი დაიღუპა. ბოგოტის მერმა ენრიკე პენიალოსმა მომხდარს უკვე მისცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.