პორტუგალიის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა, სულ მცირე, 25 ადამიანი იმსხვერპლა. მათი უმრავლესობა ე.წ. ცეცხლის ხაფანგში ავტომანქანებით მოყვა. არიან დაშავებულებიც. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ მომხდარს „უდიდესი ტრაგედია“ უწოდა. ხანძრის კერების ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.