რომის პაპმა გერმანიის კანცლერი მიიღო. აუდიენცია ვატიკანში დახურულ კარს მიღმა გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა. პონტიფიკოსმა და კანცლერმა კლიმატურ ცვლილებებზე, ტერორიზმის საფრთხესა და ჰამბურგის დიდი ოცეულის სამიტზე ისაუბრეს. გერმანიის კანცლერი ვატიკანის სახელმწიფო მდივანსაც შეხვდა. ვატიკანს მერკელი მეუღლესთან ერთად სტუმრობდა.