საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს 577ერთმანდატიან ოლქში ირჩევენ. 11 ივნისს გამართულ არჩევნების პირველ ტურში 50 პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ 4-მა კანდიდატმა გადალახა. დანარჩენ ოლქებში გამარჯვებულებს მეორე ტური გამოავლენს. პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, მაკრონის თანაგუნდელებს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვთ. „წინ რესპუბლიკამ“ მომავალ საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა მანდატების 80 პროცენტი მიიღოს.