„ჰელმუდ კოლმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია,“- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„მე მას 90-ანი წლებიდან ვიცნობდი. მე ვესწრებოდი მის საუბარს სანკტ-პეტერბურგის ყოფილ მერ ანატოლი სობჩაკთან. შემდეგაც გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ჩემზე მასთან პირველივე შეხვედრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შთამბეჭდავი იყო მისი ხედვა რუსეთ-გერმანიის მომავალი ურთიერთობის,“-აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
გერმანიის ყოფილი კანცლერი გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.