ზოოპარკის ტერიტორია ხიდით მზიურს დაუკავშირდება და ერთიანი რეკრეაციული ზონა შეიქმნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ზოოპარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, სადაც საბავშვო სივრცეც იქნება განთავსებული.
"სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობის განვითარებისთვის მომზადდა კონცეფცია, რომლის მიხედვით ეს ორი სივრცე ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს ხიდით და იქნება ერთიანი რეკრეაციული სივრცე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.