რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, მე-5 სართულიდან გადავარდნილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
65 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადავარდა და პირველ სართულზე, კომერციული ობიექტის სახურავზე დაეცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა "რუსთავში" გადაიყვან.
კლინიკა ”რუსთავში” აცხადებენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო, მოგვიანებით კიდევ დამძიმდა, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.