აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,7 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 511,546 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 2,096 მლნ ბარელით და შეადგინა 242,444 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,328 მლნ ბარელით და შეადგინა 151,416 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.