რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, მეხუთე სართულიდან 65 წლის მამაკაცი გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პირველ სართულზე კომერციული ობიექტის სახურავზე დაეცა.
ის სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი ცნობით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.